23-26 მარტს, ბარსელონაში, მარილა მსოფლიო ასპარეზზე წარსდგება, 50 წლის ისტორიის მქონე, ისეთ ცნობილ საერთაშორისო გამოფენაზე, როგორიცაა Alimentaria Barcelona . 🇬🇪🤝🇪🇸
აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ხოლმე და თავს უყრის 3,000-ზე მეტ კომპანიას - 60-ზე მეტი ქვეყნიდან და 100,000-ზე მეტ პროფესიონალ ვიზიტორს, მათ შორის ათასობით საერთაშორისო მყიდველს, დისტრიბუტორსა და HoReCa სექტორის წარმომადგენელს. განსაკუთრებული მადლობა Enterprise Georgia•Invest in Georgia ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა ჩვენს კონსულს ბარსელონაში, ბატონ ბექა ზარანდიას, რომელიც ამ ოთხი დღის განმავლობაში ყოველდღე სტუმრობდა ჩვენს სტენდს და მხარს გვიჭერდა. მადლობა ჩვენს დიდ გუნდს, რომელიც ენთუზიაზმით აცნობდა მარილას და ქართულ კულტურას უცხოელ სტუმრებს. 🤝🇬🇪
ეს იყო ძალიან დიდი და საჭირო გამოცდილება, რომელმაც ახალი და ფართო შესაძლებლობები გახსნა ჩვენთვის! 🌎 მარილას წარმატებული მოგზაურობა გრძელდება! 👆🍷🧂