ჩვენ შესახებ
MARILA – QVEVRI WINE FINISHING SALT
HAUTE CUISINE • 8,000 YEARS OF WINE HERITAGE
მარილა ერთადერთი ბრენდია მსოფლიოში, რომელიც 2023 წელს დაარსდა საქართველოში - ღვინის სამშობლოში და პრემიუმ ხარისხის გურმანულ პროდუქტს ქმნის, 8000 წლიანი ისტორიის მქონე, ქვევრის ქარვისფერი და წითელი ღვინისა და ხემელთაშუა ზღვის მარილისგან.
ბრენდი პოზიციონირებს, როგორც პრემიალური საკვები და საუკეთესო საჩუქარი გურმანებისთვის. განკითვნილია მათთვის, ვინც აფასებს მაღალ გასტრონომიას, გემოს ხელოვნებას და იშვიათ, არტიზანულ პროდუქტს.
მარილა არ არის მას პროდუქტი. ეს არის გამორჩეული საკვები ინგრედიენტი, რომელიც თითოეულ კერძს განსაკუთრებულს ხდის. მისი მეშვეობით, შესაძლებელია საავტორო კერძის შექმნა, რომელიც მენიუში გამორჩეული და მიმზიდველი იქნება.
მარილა შექმნილია კომპანიის საკუთარი რეცეპტითა და მეთოდით, რომელიც დაცულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ - "საქპატენტი"-ს მიერ!
მარილა იდიალურად ეხამება ნებისმიერ ხორცეულს: სტეიკებს, ბურგერს, ბატკნის, ქათმის, იხვის ან ბატის ხორცს. იდიალურად ერწყმის თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს, ავოკადოს, სალათებს, კვერცხს, ზეითუნის ზეთს, შემწვარ ან მოხარშულ ბოსტნეულს, დესერტებს, შოკოლადს, ალკოჰოლურ კოქტეილებს და სხვა.
ამჟამად, მარილას 7 ძირითადი სახეობა არსებობს. ყოველი მათგანი ქართული ქვვევრის ღვინის - საფერავისა და რქაწითელის ბაზაზეა შექმნილი.
შვიდი განსხვავებული ხასიათი.
შვიდი განსხვავებული გემო.
ქართული ქვევრის ღვინისა და ხმელთაშუაზღვის მარილის ერთობლივი შედევრი
1. მარილა „საფერავი“ — კეთილშობილი კლასიკა
ინგრედიენტები: ხმელთაშუაზღვის მარილი და ქვევრის ღვინო - საფერავი.
მასა/ნეტო 100+- 5 გრ.
2. მარილა „რქაწითელი“ — ელეგანტური ორიგინალი
ინგრედიენტები: ხმელთაშუაზღვის მარილი და ქვევრის ღვინო - რქაწითელი.
მასა/ნეტო 100+- 5 გრ.
3. რქაწითელის მარილა შავი ტრუფელით — ფუფუნება
ინგრედიენტები: ხმელთაშუაზღვის მარილი და ქვევრის ღვინო - რქაწითელი და ტრუფელი.
მასა/ნეტო 100+- 5 გრ.
4. რქაწითელის მარილა „ჩაქაფული“ — ტრადიცია
ინგრედიენტები: ხმელთაშუაზღვის მარილი და ქვევრის ღვინო - რქაწითელი, ხმელი ტარხუნა და ხახვი.
მასა/ნეტო 100+- 5 გრ.
5. მარილა „პიკანტური“ — თავგადასავლების მოყვარული
ინგრედიენტები: ხმელთაშუაზღვის მარილი, ქვევრის ღვინო რქაწითელი და საფერავი, ხახვი, ნიორი,ხმელი ქინძი, ორეგანო, შებოლილი პაპრიკა, შავი პილპილი, კამა.
მასა/ნეტო 100+- 5 გრ.
6. რქაწითელის მარილა „მეგრული ცხარე“ — ცეცხლი
ინგრედიენტები: ხმელთაშუაზღვის მარილი და ქვევრის ღვინო - რქაწითელი, შებოლილი პაპრიკა და ცხარე წიწაკა.
მასა/ნეტო 100+- 5 გრ.
7. საფერავის მარილა ლავანდით — პოეტი
ინგრედიენტები: ხმელთაშუაზღვის მარილი, ქვევრის ღვინო - საფერავი და ლავანდის ყვავილები.
მასა/ნეტო 100+- 5 გრ.
მარილას ბრენდირებული მეტალის საფქვავი.
მარილას ბრენდირებული საფქვავი, რომელიც ერთი თითის დაჭერით ყრის მარილის ფანტელებს და ჯიბით სატარებლადაც კი, ძალიან კოფმორტულია. ატარე ყველგან საკუთარი მარილი, თავად იყავი შეფი, შექმენი საკუთარი გემო!
მარილას აფასებენ მიშლენის დონის შეფები და მსოფლიოს წამყვანი გასტრონომიის ექსპერტები.
ჩვენი გამარჯვებები:
2023 – გამოფენა რომში, საქართველოს საელჩოში
2024 – თბილისის გასტრო კვირეული
2024 – ბათუმის საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი
2024 – მერანოს ღვინის ფესტივალი
2025 – SOMMUP - ნიცაში, რივიერას სომელიეთა ასოციაციის ღვინის ფესტივალი
2025 – MADRIDFUSIÓN
2025 – Andorra Taste - მარილა საჩუქრებად ფერან ადრიას და სხვა მიშლენის შეფებს
2025 – ბათუმის გასტრო კვირეული
2026 – ტოკიო - FOODEX 2026
2026 – საერთაშორისო გამოფენა ბარსელონაში - ალიმენტარია
დღეს, XXI საუკუნეში, როცა მსოფლიოში უკვე ყველაფერი არსებობს, როცა ძნელია, ადამიანი რამით გააკვირვო და აღაფრთოვანო, ჩნდება პირველი ქართული ქვევრის მარილ-სანელებელი, რომელიც ახალ გურმანულ მიმართულებას ამკვიდრებს მსოფლიო გასტრონომიაში!
დაგვიკავშირდით:
hello@marila.ge
www.marila.ge