დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 595 50 05 03 emailhello@marila.ge

მარილას დამფუძნებელმა იტალიაში ინოვატორის სტატუსი მიიღო!

მარილას დამფუძნებელმა იტალიაში ინოვატორის სტატუსი მიიღო!

2026 წლის 23-24 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მატერაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე მარილას დამფუძნებელს, ვახტანგ ვათიაშვილს, ინოვატორის სტატუსი მიენიჭა და სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიებას იტალიელმა ღვინის კრიტიკოსმა კარმელო სგანდურამ (Carmelo Sgandurra) და Zosimo Wine Critic-ის გუნდმა უმასპინძლეს. დაჯილდოებაზე ორგანიზატორების მიერ შერჩეული მსოფლიოს 100 საუკეთესო მარანი წარადგინეს.

მარილა მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელიც ქართული ქვევრის ღვინისა და სიცილიური ზღვის მარილისგან მარილ-სანელებელს ქმნის. პროდუქტი კერძის დასასრულებლად გამოიყენება და მას ღვინისგან მიღებულ ფერსა და გემოს სძენს.

მარილას ღვინის მარილმა იტალიაში დიდი მოწონება დაიმსახურა. მატერაში გადაღებულ ფოტოებში წარმოდგენილია საფერავის ღვინის მარილი, რქაწითელის ღვინის მარილი ქართული ტრიუფელით და ბრენდის საფქვავი.

იტალიას მარილას განვითარების ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. სამი წლის წინ იტალიაში ვიზიტი და კარმელო სგანდურასთან ერთობლივი პროექტი ბრენდის განვითარების ერთ-ერთი შთაგონების წყარო გახდა. ამჯერად, მატერაში გამართულ დაჯილდოებაზე, კარმელო სგანდურამ საერთაშორისო აუდიტორიას პირველ, ქართულ ქვევრის ღვინის მარილსა და მეღვინეობის ტრადიციებზე უამბო.

მატერაში წარმატებულმა ვიზიტმა მარილას საშუალება მისცა, საერთაშორისო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა, როგორ შეიძლება ქართული ქვევრის ღვინის გამოყენება გასტრონომიაში.

მარილას გუნდი მადლობას უხდის კარმელო სგანდურას და Zosimo Wine Critic-ის გუნდს მასპინძლობისა და აღიარებისთვის.

 


გააზიარე 👉