დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 595 50 05 03 emailhello@marila.ge

Marila მადრიდში

მარილა - მადრიდში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გასტრონომიულ გამოფენაში MADRIDFUSIÓN-ში მონაწილეობს, სადაც მსოფლიოს საუკეთესო შეფებთან ერთად, თავი მოიყარა გამორჩეულმა და ინოვაციურმა საკვებმა პროდუქტებმა!

ფოტოში წარმოდგენილია ელენა არზაკი, რომელიც გახლავთ მიშლენის სამ ვარსკვლავიანი რესტორნის Arzak-ის მთავარი შეფი და 2012 წელს, მიიღო მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეული ქალის ტიტული. 

შემდეგ ფოტოშია ანდონი ლუის ადურიცი, საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შეფ-მზარეული. იგი გასტრონომიაში ცნობილია, თავისი ინოვაციური და კრეატიული მიდგომებით. ანდონი ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს 100 ყველაზე კრეატიულ ადამიანთა შორისაა. 

აღსანიშნავია, რომ ორივე შეფი - ელენა არზაკი და ანდონი ლუის ადურიცი, განსაკუთრებულად მოიხიბლნენ და დაინტერესდნენ ქართული ქვევრის ღვინისგან შექმნილი მარილ-სანელებლით! 

მადრიდ ფუჟენი მსოფლიო გასტრონომიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, ჩვენი ბრენდისთვის კი, მორიგი საერეთაშორისო წარმატება! 

www.marila.ge
საუკეთესო ქართული საჩუქარი! 
The best Georgian gift! 

hashtag#ღვინისმარილი
hashtag#8000შიპირველი
hashtag#მარილაგემოვნებით
hashtag#გადაეციემოცია
hashtag#winesalt
hashtag#GiveYourEmotion


გააზიარე 👉