დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 595 50 05 03 emailhello@marila.ge
"გემოს ხელოვნება" - ლიმიტირებული კოლექცია

გემოს ხელოვნება 26/40

MA26/40

79n

გემოს ხელოვნება - ჩვენი განსაკუთრებული მიმართულებაა, სადაც ერთ ბოთლში თავმოყრილია ჩვენ მიერ, სხვადასხვა პერიოდში შექმნილი საკოლექციო ღვინის მარილი და სუნელები. ბოთლში ამ ყველაფრის ლამაზად მოთავსება ცალკე ხელოვნებაა. რაც საკმაოდ ფრთხილი, რთული, მაგრამ სასიამოვნო საქმეა.

აქ ინგრედიენტები ფენებად ისე უნდა ჩაიყაროს, რომ ერთმანეთს არ შეერიოს და თან შთამბეჭდავი კომპოზიცია შექმნას. ეს ქვიშით ხატვას ჰგავს და ამავდროულად გემრიელია.

ამ მიმართულების მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ ორი ერთნაირი ეგზემპლარი არ არსებობს. თითოეული მათგანი უნიკალური და ერთადერთია. პირველი კოლექციიდან მხოლოდ 40 ცალი შეიქმნა და ყოველი ბოთლი ხელითაა დანომრილი!

შემადგენლობა: საფერავისა და რქაწითელის ღვინის მარილი, სხვადასხვა სანელებელი და სურნელოვანი პილპილი. არ შეიცავს ალკოჰოლს და არ არის ცხარე. მასა ნეტო 220 გრამი + - 5 გრამი