დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 595 50 05 03 emailhello@marila.ge
ნაკრები

მარილა "შექმენი საკუთარი გემო"

MA0021

120n

 

👆🧑‍🍳 შექმენი საკუთარი გემო! Art your taste!

ასე ჰქვია მარილას ახალ, სასაჩუქრე ნაკრებს, რომელიც სანელებელზე მეტია! ესაა გამორჩეული საჩუქარი მათთვის, ვისაც ნატიფი გემოვნება აქვს და თავად უყვარს ინდივიდუალური გემოსა და ფერის შექმნა.
თითოეული ბოთლი უნიკალურია, კოლექცია კი - ლიმიტირებული და სახელობითად, ხელით დანომრილი.

ნაკრებში შედის:
🍇 მარილას 220 გრამიანი შეფუთვა (რომელიც შეიცავს სხვადასხვა დროს შექმნილ, საფერავის, რქაწითელის, პიკანტური მარილას უნიკალურ ნიმუშებს, სუნელებს, ფერადი პილპილის მარცვლებს და სხვ.);
🍇ჩვენი ბრენდირებული მეტალის საფქვავი, რომელშიც მოთავსებულია პიკანტური მარილა - საუკეთესო აქსესუარია თქვენი სამზარეულოსთვის;
🍇 ხის კოვზი მარილას ბრენდირებით;

🎁 საჩუქარი მოთავსებულია ხის ყუთში და ბრენდული ჩანთაში.

🎉🎉🎉 გამოყენების სახალისო და მარტივი ინსტრუქცია:

⚜️ მარილას ბოთლიდან და საფქვავიდან გადმოყარეთ შიგთავსი ღრმა ჭურჭელში, მოურიერთ ჩვენი ხის კოვზით და შერეული მარილა, უკვე ახალი იერ-სახით, მოათავსეთ ნაწილი საფქვავში, დანარჩენი კი, უკან ბოთლში, რომლითაც რეგულარულად გადაავსებთ ხოლმე მარაგს, მარილას მეტალის საფქვავში. ⚜️

ვინც არ იცით თუ რა სასწაული პროდუქტია მარილა, გაიცანით ჩვენი ისტორია: 👇

🇬🇪💫 მარილა ახალი, ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტია. ეს არის, პრემიუმ ხარისხის ქვევრის ღვინისა და ხმელთაშუა ზღვის მარილის შერწყმით, ჩვენ მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით შექმნილი მარილ-სანელებელი, რომელიც განსაკუთრებული არომატებითა და ფერით გამოირჩევა. 🇬🇪🍷🍇🧂
მარილა ძალიან უხდება ხორცეულს, თევზეულს, სალათებს და დესერტებსაც კი. 🍗🥩🥬🍅🍨🍸

ქართული ღვინის მარილი, ჩვენი საავტორო რეცეპტით! 👆 🍷🧂
შექმნილია, 8000 წლიანი, უწყვეტი მეღვინეობის ისტორიის მქონე, ღვინის სამშობლო - საქართველოში! 🇬🇪