ძალიან საინტერესო კოლაბორაცია შედგა მარილასა და ცნობილ ფრანგ შეფ Vivien Lebecq შორის, რომელიც სპეციალური მასტერკლასების ჩასატარებლად იყო ჩამოსული თბილისში. მარილა კი, ბარსელონაში, ალიმენტარიას გამოფენაზე გაიცნო და იქ აღფრთოვანდა ამ ინოვაციური, გურმე პროდუქტით.
საერთაშორისო ფრანგი შეფ-მზარეული, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მაღალი გასტრონომიის სფეროში. კარიერა დაიწყო საფრანგეთში, 16 წლის ასაკში, Michelin-ის ვარსკვლავის მქონე რესტორანში.
მისი პროფესიული გზა მრავალ ქვეყანას მოიცავს. მუშაობდა და ატარებდა კულინარიულ პროექტებს საფრანგეთში, ესპანეთში, უკრაინაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. იგი ასევე ძალიან ცნობილი ბლოგერია, რომელსაც თავისი იუთუბ არხი აქვს.
შეფ ვივიენის მთავარი უპირატესობაა, კლასიკური ფრანგული haute cuisine-ის შერწყმა თანამედროვე, საერთაშორისო გასტრონომიულ ხედვასთან. იგი ცნობილია, ინგრედიენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, არომატების დახვეწილი ბალანსითა და პრემიუმ პროდუქტების ახალი კუთხით წარმოჩენით. ასევე ხელმძღვანელობდა პროფესიონალურ სამზარეულო გუნდებს, ამზადებდა ახალგაზრდა შეფებს და აქტიურად მონაწილეობს გასტრონომიული განათლების მიმართულებით.
დღეს ბარსელონაში დაფუძნებული შეფ ვიციენი, საერთაშორისო გასტრონომიულ სივრცეში, ერთ-ერთ საინტერესო ფრანგ შეფად ითვლება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უნიკალურ და ავთენტურ პროდუქტებს . სწორედ ამიტომ არის MARILA მისთვის განსაკუთრებით საინტერესო პროდუქტი!
მასტერ კლასის დროს, შეფმა ჩვენი თითქმის სრული ასორტიმენტი გამოიყენა:
1. რქაწითელის მარილა ტრუფელით - ორგაულის ტარტარში
2. საფერავის კლასიკური მარილა - სტეიკში
3. სარფერავის მარილა ლავანდით - დესერტში
მადლობა შეფ ვივიენს ვიზიტისთვის და საინტერესო გასტრონომიული გამოცდილებისთვის!