დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 595 50 05 03 emailhello@marila.ge

Tbilisi Gastro Week 2026

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს - Tbilisi Gastro Week 2026, რომელზეც ნამდვილი ვარსკლავთცვენაა! მსოფლოის წამყვანი, მიშლენოსანი რესტორნების შეფები და ქართველი სუპერ შეფები, განსაკუთრებულ კერძებს ქმნიან სტუმრებისათვის.

მარილამ თოთოეული მათგანისთვის საჩუქრები გამოყო. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ბრენდულმა საფქვავმა და საფერავისა და რქაწითელის კლასიკურმა ღვინის მარილებმა!

გაიცანით შეფები, რომელმაც გასტრონომიული ზეიმი მოგვიწყვეს:

Stéphane Gortina – Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი ფრანგი შეფი.

John Argaud – Alain Ducasse-ის სკოლის წარმომადგენელი და Michelin-ის ვარსკვლავის მქონე Lore Ttipia-ს შეფი.

Kelvin Cheung – MENA's 50 Best Restaurants-ის ტოპ-10 რესტორნის შეფი.

Takahiko Kondo – Gucci Osteria da Massimo Bottura-ს შეფი და Massimo Bottura-ს 17-წლიანი თანამოაზრე.

განსაკუთრებული მადლობა Tbilisi Gastro Week Georgian Gastronomic & Rural Tourism Association ასეთი კარგად ორგანიზებული და ბედნიერი დღეებისთვის!


გააზიარე 👉